Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რომის პაპის მიერ ჩატარებულ წირვას 2,5 მილიონი მლოცველი ესწრებოდა


რომის პაპ ფრანცისკეს მიერ პოლონეთში ჩატარებულ საკვირაო ლოცვას, რომელიც უზარმაზარ ტრიალ მინდორზე გაიმართა, 2,5 მილიონი კაცი ესწრებოდა. წუხელ ასობით ათასმა პილიგრიმმა, თინეიჯერმა, სკაუტმა, სასულიერო პირმა და მთელმა ოჯახებმა მოიყარეს თავი ეგრეთწოდებულ შენდობის მოედანზე, სადაც ერთი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა ახალგაზრდობის მსოფლიო ფესტივალი. შეკრებილ ხალხს პაპმა ფრანცისკემ უწოდა მეოცნებენი, რომლებსაც სჯერათ ახალი „კაცობრიობის“, სადაც არ იქნება „სიძულვილი ადამიანებს“ შორის და რომელიც, არც ცნობს „საზღვრებს და ბარიერებს“. „ძვირფასო ახალგაზრდებო, ჩვენ არ მოვსულვართ ამ ქვეყანაზე განცხრომისათვის, იოლი ცხოვრებისა და კომფორტულ სავარძელში მშვიდი ძილისათვის. არა, ჩვენ სხვა მიზნისათვის გავჩნდით: კვალი უნდა დავტოვოთ და ძალიან სამწუხაროა, თუ ამ ცხოვრებიდან უკვალოდ წავალთ. როდესაც ჩვენ ვირჩევთ იოლ ცხოვრებას და კომფორტს, ბედნიერებას კი მომხმარებლურ დამოკიდებულებას ვამჯობინებთ, მაშინ ჩვენ დიდი საზღაურის გაღება მოგვიხდება: ჩვენ დავკარგავთ თავისუფლებას,“ -განაცხადა რომის პაპმა შაბათს პოლონეთის ქალაქ კრაკოვის სოფელ ბრზეგიში მსოფლიო ახალგაზრდობის ფესტივალის ბოლო დღეს.

XS
SM
MD
LG