Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხეთის ოპოზიცია უარყოფს პოლიციელის მკვლელობას


ოპოზიციური დაჯგუფება, რომელიც ერევნის ცენტრში ერთ-ერთი პოლიციის შენობაშია გამაგრებულია, უარყოფს მისი მხრიდან სომეხი პოლიციელის მოკვლას შეიარაღებულ დაპირისპირებაში, რომელიც კვირასაც გრძელდება. "დამფუძნებელი პარლამენტის" ერთ-ერთმა ლიდერმა ვარუჟან ავეტისიანმა 31 ივლისს პოლიციის განცხადებას სიყალბე უწოდა. ერევნის პოლიციის თქმით 30 ივლისს პოლიციელი, რომელიც შეიარაღებული ჯგუფის მიერ დაპყრობილ შენობიდან 4000 მეტრის დაშორებით პატრულის მანქანაში იჯდა, სნაიპერის ნასროლი ტყვიით დაიღუპა. ამასობაში 30 ივლისს ამოიწურა სომხეთის ხელისუფლების ულტიმატუმი, რომელიც ოპოზიციურ შეიარაღებული ჯგუფისაგან იარაღის დაყრას და შენობის დატოვებას მოითხოვს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ერთ-ერთი შეიარაღებული პირი 31 ივლისს პოლიციას ჩაბარდა. სომხეთში ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც 17 ივლისის დილას, სულ ცოტა, ათი შეიარაღებული პირი შეიჭრა ერებუნის რაიონის პოლიციის განყოფილებაში. თავდამსხმელები მოითხოვენ „დამფუძნებელი პარლამენტის“ დაპატიმრებული ლიდერის, ჟირაირ სეფილიანის, გათავისუფლებას და პრეზიდენტ სერჟ სარქისიანის გადადგომას.

XS
SM
MD
LG