Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ორშაბათს საქართველოს სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა


საქართველოს ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ედვარდ ნალბანდიანი ხვალ ეწვევა. როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყება, სომეხი სტუმარი საქართველოს პრეზიდენტთან გიორგი მარგველაშვილს, პრემიერ მინისტრ გიორგი კვირიკაშვილსა და საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძეს შეხვდება. თბილისში გამართულ შეხვედრებზე განიხილება საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატში თანამშრომლობის საკითხები. ვიზიტის ფარგლებში საგარეო საქმეთა მინისტრი ედვარდ ნალბანდიანი პატივს მიაგებს და გვირგვინით შეამკობს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალს.

XS
SM
MD
LG