Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თანამდებობები ოფიციალურად დატოვეს თინა ხიდაშელმა და პაატა ზაქარეიშვილმა


1 აგვისტოდან თანამდებობები ოფიციალურად დატოვეს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა და სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილმა. მათ ნაცვლად მოვალეობებს დროებით შეასრულებენ თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე დავით ებრალიძე და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ქეთევან ციხელაშვილი. მთავრობის ახალი წევრების დასანიშნად პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს ორკვირიანი ვადა აქვს. რესპუბლიკურმა პარტიამ 12 ივლისს განაცხადა, რომ მისი წევრი მინისტრები მზად იყვნენ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა არ მიეღოთ და დარჩენილიყვნენ საქართველოს მთავრობაში, თუმცა, რესპუბლიკელების თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ ჩათვალა, რომ წინასაარჩევნო პერიოდში მრავალპარტიული მთავრობა მიუღებელი იქნებოდა. საქართველოს მინისტრთა კაბინეტის რესპუბლიკელი წევრებიდან თანამდებობაზე დარჩა გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი, რომელმაც რესპუბლიკური პარტია დატოვა.

XS
SM
MD
LG