Accessibility links

logo-print

საქართველოს პრეზიდენტმა შეიწყალა 226 მსჯავრდებული


საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა შეიწყალა 226 მსჯავრდებული. შეწყალების კომისიის თავმჯდომარის ზვიად ქორიძის ინფორმაციით, შეწყალებულთა შორის თერთმეტი ქალი და სამი არასრულწლოვანია. ზვიად ქორიძის განცხადებით, 154 მსჯავრდებული საპატიმროებს დღის განმავლობაში დატოვებს, 72-ს კი სასჯელის ვადა შეუმცირდა. შეწყალების კომისიამ ივლისის მეორე ნახევარში განიხილა სულ 1 564 მსჯავრდებულის საქმე.

XS
SM
MD
LG