Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქაბულში თავს დაესხნენ უცხოელი კონტრაქტორების სასტუმროს


თალიბებმა ქაბულში იერიში მიიტანეს სასტუმროსა და საწყობზე, რომელსაც უცხოელი კონტრაქტორები იყენებენ. როგორც იუწყებიან, რამდენიმე საათი გაგრძელდა თალიბებისა და ავღანეთის უშიშროების ძალების შეტაკება, რომელიც წუხელ დაწყებულ ამ იერიშს მოჰყვა. პოლიციის ცნობით, დანაღმული სატვირთო მანქანა აფეთქდა სასტუმროს ეზოს ჭიშკართან, რის შემდეგაც ექსტრემისტები ეზოში შეიჭრნენ. მიმდებარე ქუჩები ავღანეთის უშიშროების ძალებმა გადაკეტეს, თავდასხმის ადგილს მიაშურეს ჯარისკაცებმა და პოლიციელებმა. კორესპონდენტების ცნობით, ოპერაციაში ჩაერთნენ ნატოს „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე უცხოელი სამხედროებიც. ცნობებში საუბარია სამ მოკლულ ექსტრემისტზე, ერთ მოკლულ და ოთხ დაჭრილ პოლიციელზე. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა თალიბანმა იკისრა.

XS
SM
MD
LG