Accessibility links

logo-print

კრემლი: დაიღუპა სირიაში ჩამოგდებულ ვერტმფრენში მყოფი ხუთივე პირი


კრემლის ინფორმაციით, დაიღუპა სირიაში ჩამოგდებულ სამხედრო ვერტმფრენში მყოფი ხუთივე ადამიანი. როგორც კრემლის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა 1 აგვისტოს განაცხადა, რუსები „გმირულად დაიღუპნენ“, რადგან ცდილობდნენ გარიდებოდნენ დასახლებულ ადგილს მსხვერპლის შეძლებისდაგვარად შესამცირებლად. დღეს უფრო ადრე რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ცნობა, რომ სირიაში, იდლიბის პროვინციაში, ჩამოგდებულ იქნა მი-8 ტიპის სატრანსპორტო ვერტმფრენი და უცნობი იყო მასში მყოფი ხუთი ადამიანის ბედი. სამინისტრო აცხადებს, რომ ვერტმფრენი 1 აგვისტოს სამხედრო-საჰაერო ბაზაზე ბრუნდებოდა მას შემდეგ, რაც ჰუმანიტარული დახმარება ჩაიტანა ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ ალეპოში. რუსი სამხედროები სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადს ეხმარებიან უკვე ხუთი წელი მიმდინარე სამოქალაქო ომში.

XS
SM
MD
LG