Accessibility links

logo-print

თურქეთი აპროტესტებს გერმანიაში დემონსტრაციაზე ერდოანის ვიდეომიმართვის აკრძალვას


თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ანკარაში გერმანიის საგანგებო დავალებათა ელჩი დაიბარა და გააპროტესტა გერმანიის გადაწყვეტილება, არ დაეშვა პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოანის ვიდეომიმართვა ქალაქ კიოლნში გამართულ დემონსტრაციაზე. კიოლნში 31 ივლისს ათასობით დემონსტრანტი შეიკრიბა თურქეთში პუტჩის მცდელობის დასაგმობად და პრეზიდენტ ერდოანის მხარდასაჭერად. გერმანიის რეგიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, დემონსტრაციისათვის აღმართულ ეკრანზე დაშვებული იყო მარტო ადგილზე მყოფი პირების გამოსვლების ჩვენება. ეს გადაწყვეტილება დაადასტურა გერმანიის უზენაესმა სასამართლომაც. მაგრამ თურქეთის ვიცე-პრემიერმა ნუმან ქურთულმუსმა გერმანია სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ მოქმედებაში და „ორმაგ სტანდარტებში“ დაადანაშაულა. გერმანიაში სამ მილიონამდე ეთნიკური თურქი ცხოვრობს.

XS
SM
MD
LG