Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ორი ახალი მინისტრი წარადგინა


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა წარადგინა თავდაცვის ახალი მინისტრი და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ახალი სახელმწიფო მინისტრი მას შემდეგ, რაც ეს თანამდებობები დღეს ოფიციალურად დატოვეს თინა ხიდაშელმა და პაატა ზაქარეიშვილმა. ამ უკანასკნელს შეცვლის მისი მოადგილე ქეთი ციხელაშვილი, ხოლო თავდაცვის მინისტრის პოსტს დაიკავებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე ლევან იზორია. იზორიამ აღნიშნა, რომ გაგრძელდება ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია. მან ახსენა შეერთებული შტატებისა და საქართველოს მიერ ბოლოხანს ხელმოწერილი მემორანდუმიც. "ამ მემორანდუმით გათვალისწინებულ მნიშვნელოვან რეფორმებს, რომელიც უკავშირდება ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას, ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ჩვენი თავდაცვის უწყების და ქვეყნის ინტეგრაციას, ბუნებრივია ამ ნაკისრ ვალდებულებებს ღირსეულად შევასრულებთ“, - განაცხადა იზორიამ. „რესპუბლიკური პარტიის“ წევრი მინისტრების, ხიდაშელის და ზაქარეიშვილს, გადადგომა უკავშირდება ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით „ქართული ოცნებისა“ და „რესპუბლიკური პარტიის“ მიერ მიღებულ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, რომ პარტიები დამოუკიდებლად მიიღებენ მონაწილეობას საპარლამენტო არჩევნებში.

XS
SM
MD
LG