Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაღესტანში 20-ზე მეტი ადამიანი დაშავდა რესტორანში მომხდარი აფეთქების შედეგად


დაღესტანში, სულ ცოტა, 23 ადამიანი დაშავდა რესტორანში მომხდარი აფეთქების შედეგად. როგორც იუწყებიან, ხუთი მათგანის მდგომარეობა კრიტიკულია. დაღესტნის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მახაჩყალაში 1 აგვისტოს მომხდარი აფეთქება ბუნებრივი აირის გაჟონვას მოჰყვა. ინციდენტის ადგილს მაშველებთან ერთად მეხანძრეებმაც მიაშურეს, თუმცა აფეთქების შედეგად შენობაში ხანძარი არ გაჩენილა.

XS
SM
MD
LG