Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლევან იზორია: ჩვენი პოლიტიკა მიმართული იქნება მხოლოდ ჩვენი თავდაცვის შესაძლებლობების დახვეწისკენ


საქართველოს თავდაცვის ახალი მინისტრის ლევან იზორიას განცხადებით, მისი უმთავრესი პრიორიტეტი საღი გონების პოლიტიკა იქნება. თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის თანამშრომლებთან დღევანდელი შეხვედრისას ლევან იზორიამ განმარტა, რომ გულისხმობს მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფას და საფრთხეებისა და რისკების შეკავებას თავდაცვითი შესაძლებლობების მდგრადი განვითარებით და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციით. „პირველ კომპონენტზე როცა ვსაუბრობ, მხედველობაში მაქვს როგორც ქვეყნის შიგნით მშვიდობის უზრუნველყოფა, ისე, ნატოს მტკიცე მხარდაჭერის მისიის ფარგლებში აქტიური მონაწილეობა საერთაშორისო უსაფრთხოების არქიტექტურაში,“ - განაცხადა ლევან იზორიამ. მისივე თქმით, საფრთხეების და რისკების შეკავების საფუძველს ხედავს თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებაში. „ჩვენი პოლიტიკა არავისთვის იქნება საფრთხის შემცველი და მიმართული იქნება მხოლოდ ჩვენი თავდაცვის შესაძლებლობების მაქსიმალურად დახვეწისკენ, რასაც პარტნიორების, ნატოსა და აშშ-ის მხარდაჭერით, წლების განმავლობაში მივაღწიეთ", - განაცხადა ლევან იზორიამ. თავდაცვის მინისტრის თქმით, ეს პოლიტიკა გაგრძელდება და თავდაცვითი შესაძლებლობები კიდევ უფრო გაძლიერდება. ლევან იზორიამ მზადყოფნა გამოთქვა, მაქსიმალურად უზრუნველყოს ამ პროცესში პროფესიონალთა ჩართულობა.

XS
SM
MD
LG