Accessibility links

logo-print

მოვალეობის შესრულებას შეუდგა საქართველოს თავდაცვის ახალი მინისტრი


მოვალეობის შესრულებას შეუდგა საქართველოს თავდაცვის ახალი მინისტრი ლევან იზორია. ის სამინისტროს და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის თანამშრომლებს წარუდგინა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა. მთავრობის მეთაურის განცხადებით, ლევან იზორია უმაღლესი რანგის პროფესიონალი და ქვეყნის პატრიოტია, რომელიც სამინისტროსა და სამთავრობო გუნდთან ერთად განაგრძობს მნიშვნელოვან რეფორმებს და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად მოახდენს ყველას პროფესიონალიზმის კონსოლიდაციას. „ჩვენი მთავარი ამოცანაა ქვეყნის თავდაცვა, რომელიც იყო და დარჩება უმთავრეს პრიორიტეტად“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. პრემიერ-მინისტრის თქმით, უკვე განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები უმნიშვნელოვანესია საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის. გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ აშშ-თან ახლახან გაფორმებული მემორანდუმი სამხედრო სფეროში მომავალი რეფორმების და თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების ქვაკუთხედია. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ქვეყნის სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის თანამშრომლებს და აღნიშნა, რომ თავდაცვის სამინისტრო მაქსიმალურად შორს უნდა იყოს პოლიტიკური დაპირისპირებებისგან. „საერთოდ, ქვეყანაში ეს დაპირისპირება უნდა დასრულდეს და რატომღაც, ზოგიერთმა ჩემი ასეთი მოწოდება ბოლშევიკურად ჩათვალა, მაგრამ მგონია, ყველა თქვენთაგანი დარწმუნებულია, რომ ასე არ , - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. პრემიერ-მინისტრის თქმით, მისი სურვილია ქვეყანა დამშვიდდეს, დასრულდეს პოლარიზაცია და მოხდეს საზოგადოების მაქსიმალური კონსოლიდაცია. გიორგი კვირიკაშვილი დარწმუნებულია, რომ თავდაცვის ახალი მინისტრი ლევან იზორია საქმეს წარმატებით გაუძღვება. „რა თქმა უნდა, მას დასჭირდება ყველა ჩვენგანის დახმარება და ერთად მოვახდენთ თავდაცვის სისტემის მნიშვნელოვან რეფორმირებას. იმაში, რომ თავდაცვის სისტემას გაძლიერება და რეფორმირება სჭირდება, ვფიქრობ, ეჭვი არავის ეპარება" - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.

XS
SM
MD
LG