Accessibility links

logo-print

გარდაიცვალა მწერალი ფაზილ ისკანდერი


31 ივლისს, 87 წლის ასაკში გარდაიცვალა რუსული საბჭოთა ლიტერატურის კლასიკოსი, მამით ირანელი და დედით აფხაზი მწერალი ფაზილ ისკანდერი. მის კალამს ეკუთვნის პოპულარული რომანები და მოთხრობები „ჩეგემელი სანდრო“, „ადამიანი და მისი სამეზობლო“, „ადამიანის სადგომი“, „კურდღლები და გველები“, „ამერიკელი, რომელიც რუსეთზე ფიქრობს“ და სხვა. ისკანდერი დაიბადა 1929 წლის 6 მარტს სოხუმში, ცხოვრების უდიდესი ნაწილი გაატარა რუსეთში. მისი პირველი წიგნი - ლექსების კრებული „მთის ბილიკები“ - გამოიცა 1957 წელს სოხუმში. 1950-იანი წლების ბოლოდან აქტიურად იბეჭდებოდა ჟურნალ „იუნოსტში“. მისი ნაწარმოებების მიხედვით გადაღებულია რამდენიმე მხატვრული კინოფილმი. ისკანდერს 3 აგვისტოს დაკრძალავენ მოსკოვის ნოვოდევიჩის სასაფლაოზე.

XS
SM
MD
LG