Accessibility links

სარქისიანი გამოდის „ეროვნული თანხმობის“ მთავრობის ფორმირების მოწოდებით, „ტერორისტების“ გამოკლებით


სომხეთის პრეზიდენტი, სერჟ სარქისიანი აცხადებს, რომ რამდენიმე თვეში შექმნის „ეროვნული თანხმობის“ მთავრობას - თუმცა დასძენს, რომ ეს მთავრობა არ მოიცავს „ტერორისტებს და მათ დამცველებს“. სარქისიანმა ამ უკანასკნელით იგულისხმა შეიარაღებული ოპოზიციური დაჯგუფება, რომელიც ორკვირიანი კრიზისის ბოლოს პოლიციას ჩაბარდა. 1 აგვისტოს 1000-ზე მეტი მოქალაქე გავიდა ერევნის ქუჩებში 20 შეიარაღებული პირის მხარდასაჭერად - პირების, რომლებიც გასული კვირის ბოლოს დააპატიმრეს. შეიარაღებულ პირებს პოლიციის სადგური ჰქონდათ დაკავებული, კონფრონტაციას ემსხვერპლა ორი პოლიციელი. ახალი, უფრო ჰარმონიული მთავრობის ფორმირების დაპირებით გამოსვლისას, სარქისიანმა 1 აგვისტოს პირობა დადო, რომ ამ მთავრობაში არ შევლენ „ტერორისტები და მათი დამცველები“. ამ ტერმინებს პოლიცია იყენებდა შეიარაღებული პირების დაპატიმრებისას. შეიარაღებული დაჯგუფების მოთხოვნებს შორის პრეზიდენტის გადადგომაც იყო.

XS
SM
MD
LG