Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნადია სავჩენკო შიმშილობას აცხადებს ომის ტყვეების საკითხზე


ნადია სავჩენკო - უკრაინელი სამხედრო, რომელმაც თითქმის ორი წელი გაატარა რუსეთის ციხეში - შიმშილობას აცხადებს უკრაინელი ომის ტყვეების გამო. „კიდევ ერთხელ ვაცხადებ შიმშილობას მსოფლიოში მთავრობების წარმომადგენლების უმოქმედობის გამო უკრაინელების პატიმრობიდან გათავისუფლების საკითხზე“ - განაცხადა პატიმრობის დროს პარლამენტარად არჩეულმა სავჩენკომ კიევში 2 აგვისტოს. „შიმშილობას არ დავარღვევ მანამ, სანამ დადებითი შედეგის დღე დადგება“ - დასძინა მან. სავჩენკო, რომელიც ვერტმფრენის ნავიგატორი იყო, 2014 წლის ივნისში შეიპყრეს და მას რუსეთის სასამართლომ 22 წლით მიუსაჯა პატიმრობა მას შემდეგ, რაც დამნაშავედ სცნო ორი რუსი ჟურნალისტის მკვლელობასთან კავშირში. სავჩენკო მაისში გაათავისუფლეს, პატიმართა გაცვლის ოპერაციის ფარგლებში. მას შემდეგ ის მუდმივად გამოდის პატიმრების გაცვლის პრაქტიკის გაგრძელების და რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტებთან პირდაპირი მოლაპარაკების გამართვის მოწოდებებით. „რა მოგვიტანა მათმა პატრიოტულმა ლოზუნგებმა და ცბიერმა ნაბიჯებმა? რა მოიგო დონბასმა ამ პოლიტიზებული ომით და რუსეთისგან?“ - იკითხა სავჩენკომ 2 აგვისტოს და დასძინა - „სიკვდილი, ნგრევა, მაროდიორობა რუსი შეიარაღებული პირების მხრიდან და მათი ადგილობრივი ამორალური ოლიგარქების აღზევება“ - განაცხადა სავჩენკომ.2014 წლის აპრილის შემდეგ, უკრაინის აღმოსავლეთში კონფლიქტს ემსხვერპლა 9400-ზე მეტი ადამიანი.

XS
SM
MD
LG