Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყის პრემიერ-მინისტრმა ქვეყნიდან გასვლა აუკრძალა კორუფციაში ბრალდებულ პარლამენტარებს


ერაყის პრემიერ-მინისტრმა, ჰეიდარ ალ-აბადიმ ქვეყნიდან გასვლა აუკრძალა რამდენიმე პარლამენტარს, კორუფციასთან ბრალდებების გამო. აბადის ოფისმა 2 აგვისტოს განაცხადა, რომ მან „მოგზაურობის დროებითი აკრძალვის“ ბრძანება გასცა ბრალდებულების წინააღმდეგ, საიმისოდ, რომ ბრალდებების საფუძვლიანობა იქნას შესწავლილი. ამ ნაბიჯის ფონია თავდაცვის მინისტრის, ხალედ ალ-ობეიდის მიერ პარლამენტის სპიკერის, სალიმ ალ-ჯაბოურის და სხვა პარლამენტარების დადანაშაულება კორუფციასა და შანტაჟში, მილიარდობით დოლარის ღირებულების გარიგებების დამტკიცების მიზნით.

XS
SM
MD
LG