Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ციმბირში ჯილეხის აფეთქებას ბავშვი ემსხვერპლა, დაავადებულია კიდევ 20 ადამიანი


რუსეთის ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით, ჩრდილოდასავლეთ ციმბირში მწვავე ვირუსული დაავადების, ჯილეხის აფეთქებას 12 წლის ბიჭი ემსხვერპლა და კიდევ 20 ადამიანია დაავადებული. როგორც იამალ-ნენთა ავტონომიური ოლქის წარმომადგენლებმა 2 აგვისტოს განაცხადეს, სამედიცინო შემოწმება სულ 90-მდე მოქალაქეს უტარდება. ინფექციის აფეთქების ადგილიდან გაიყვანეს მოსახლეობა. დაავადებას იწვევს ჯილეხის ბაცილა, რომელიც ანტიბიოტიკებით მკურნალობას ექვემდებარება.

XS
SM
MD
LG