Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბარაკ ობამა პრეზიდენტობისათვის შეუსაბამოდ მიიჩნევს დონალდ ტრამპს


აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ პრეზიდენტობისათვის შეუფერებელი უწოდა პრეზიდენტობის რესპუბლიკელ კანდიდატს, დონალდ ტრამპს. ობამას აზრით, რომელიც მან ვაშინგტონში 2 აგვისტოს გამოთქვა, ტრამპის აგრესიული განცხადებები ერაყში დაღუპული ამერიკელი ჯარისკაცის მუსლიმი მშობლების მისამართით და ის გარემოება, რომ ტრამპს, როგორც ჩანს, წარმოდგენა არა აქვს მსოფლიოში მნიშვნელოვან საკითხებზე, მას პრეზიდენტობისათვის „უკიდურესად შეუფერებლად“ წარმოაჩენს. „ვფიქრობ, რომ პრეზიდენტობის რესპუბლიკელი კანდიდატი პრეზიდენტობისათვის შეუფერებელი კანდიდატია. ეს უკვე ვთქვი გასულ კვირაში და მან ეს კვლავ დაამტკიცა“, - განაცხადა ობამამ. იქვე მან გააკრიტიკა რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლები, რომლებმაც არაერთხელ დაგმეს დონალდ ტრამპის განცხადებები, მაგრამ მაინც ემხრობიან მის კანდიდატურას. აშშ-ის პრეზიდენტის არჩევნები 8 ნოემბერს გაიმართება. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებით, დემოკრატი კანდიდატი, ჰილარი კლინტონი მხარდამჭერთა რაოდენობით მცირე უპირატესობით უსწრებს დონალდ ტრამპს.

XS
SM
MD
LG