Accessibility links

ყაზახეთში ათობით ადამიანი დააკავეს ეთნიკური ნიშნით დაპირისპირების გამო


ყაზახეთში პოლიციამ 30-ზე მეტი ადამიანი დააკავა ადგილობრივ ტაჯიკებსა და ყაზახებს შორის ეთნიკური დაძაბულობით გამოწვეული შეტაკების თავიდან ასაცილებლად. დაპირისპირების მიზეზად გაუპატიურების დაუდასტურებელ შემთხვევას ასახელებენ. სამხრეთ ყაზახეთის საოლქო ადმინისტრაციის ცნობით, 2 აგვიტოს 34 ადამიანი დააკავეს მას შემდეგ, რაც დაუდგენელმა პირებმა ცეცხლი წაუკიდეს ორ სახლს და რამდენიმე ავტომანქანას სოფელ დიხანში და ასევე ცეცხლი წაუკიდეს მაღაზიის კარს მეზობელ სოფელ ღანი მურატბაევში. 1 აგვიტოს ყაზახები თავს დაესხნენ რამდენიმე ადამიანს, უმეტესწილად ეთნიკურ ტაჯიკებს დაუდასტურებელი ინფორმაციის გამო, რომ ტაჯიკმა მოზარდმა 7 წლის ყაზახი გოგო გააუპატიურა. როგორც პოლიციამ 1 აგვისტოს გამოაცხადა, სამედიცინო შემოწმების შედეგად არ დასტურდება ინფორმაცია ბავშვის გაუპატიურებაზე. რეგიონში 170-მდე პოლიციელი განათავსეს ეთნიკური ნიშნით შეტაკებების თავიდან ასაცილებლად.

XS
SM
MD
LG