Accessibility links

სოკის პრეზიდენტის აზრით, უნდა გარდაიქმნას მსოფლიოში მიღებული ანტისადოპინგო სისტემა


საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (სოკ) პრეზიდენტმა თომას ბახმა განაცხადა, რომ უნდა გარდაიქმნას მსოფლიოში მიღებული ანტისადოპინგო სისტემა და დაიცვა სოკის გადაწყვეტილება, რუსეთის მიმართ არ გამოეყენებინა „ბირთვული ვარიანტი“, ანურიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობა არ აეკრძალა რუსეთის ყველა სპორტსმენისთვის. 2 აგვისტოს, რიო-დე-ჟანეიროში, სოკის სხდომაზ ე გამოსვლისას, ბახმა კიდევ ერთხელ გააკრიტიკა მსოფლიოს ანტისადოპინგო უწყება (WADA) იმისთვის, რომ მან ოლიმპიადის დაწყებამდე სულ მცირე ხნით ადრე გამოაქვეყნა თავისი ანგარიში, სადაც გამოაშკარავებულია რუსეთში ფეხმოკიდებული და სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილი სადოპინგო სისტემა. კომიტეტის 86 წევრიდან ბევრმა გაიზიარა ბახის კრიტიკა, და WADA-ს ხელმძღვანელმა, კრეიგ რიდიმ აღიარა, რომ მისი ორგანიზაციის საქმიანობა დახვეწას საჭიროებს. თუმცა, რიდის თქმით, სოკის გადაწყვეტილება, 387 რუსი სპორტსმენიდან ოლიმპიადაზე არ დაეშვა 117 საკმარისად მკაცრი სასჯელი არ არის იმ დარღვევებთან შედარებით, რომლებიც ამ ქვეყანაში გამოვლინდა. „სასიცოცხლოდ აუცილებელია, არ დავუშვათ, რომ მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ქვეყანა მუდმივად უგულებელყოფდეს საყოველთაოდ მიღებულ წესებს“, განაცხადა რიდიმ. 2 აგვისტოს სხდომის მონაწილეებმა 85 ხმით ერთის წინააღმდეგ დაადასტურეს სოკის აღმასრულებელი კომიტეტის 24 ივლისის გადაწყვეტილება, სრული შემადგენლობით არ მიეცათ დისკვალიფიკაცია რუსეთის ოლიმპიური დელეგაციისთვის.

XS
SM
MD
LG