Accessibility links

ფხენიანმა კიდევ ერთი ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა


ჩრდილოეთმა კორეამ გამოსცადა ბალისტიკური რაკეტა, რომელიც პირველად ჩავარდა იაპონიის ტერიტორიულ წყლებში ან, შესაძლოა, ამ წყლების მახლობლად. იაპონიის პრემიერ-მინისტრმა შინძო აბემ მკაცრად დაგმო რაკეტის გაშვება და მას „აღმაფოთებელი აქტი“ უწოდა. „როდოგნგის“ ტიპის საშუალო რადიუსის მოქმედების რაკეტამ, რომელიც 3 აგვისტოს დილით გაუშვეს, თითქმის ათასი კილომეტრი იფრინა და იაპონიის ზღვაში ჩაეშვა. სამხრეთ კორეის შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსის განცხადებით, ეს გამოცდა ნათლად გვიჩვენებს კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკის ამბიციას, „მეზობელ ქვეყნებზე მიიტანოს პირდაპირი და ფართომასშტაბიანი იერიში“. ჩრდილოეთ კორეის მოქმედება მკაცრად დაგმო აშშ-მაც. სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივნის ჯულია მეისონის განცხადებით, ფხენიანის მიერ ბირთვული რაკეტების გამოცდა კიდევ უფრო განამტკიცებს საერთაშორისო თანამეგობრობის განზრახვას, ადეკვატურად უპასუხოს ჩრდილოეთ კორეის მოქმედებებს. მეისონის თქმით, ვაშინგტონი კვლავაც მზად არის თანამშრომლობისთვის პარტნიორებსა და მოკავშირეებთან, რათა მსოფლიო დაიცვან ფხენიანის თავდასხმებისა და პროვოკაციებისგან.

XS
SM
MD
LG