Accessibility links

ყირგიზეთის ოფიციალური პირის თქმით, ამ ქვეყნის 600-მდე მოქალაქე იბრძვის ისლამისტ ექსტრემისტთა მხარდამხარ


ყირგიზეთის უშიშროების სახელმწიფო სამსახურის პრესმდივნის, რახათ სულეიმანოვის განცხადებით, ამ ქვეყნის 600-მდე მოქალაქე იბრძვის ისლამისტ ექსტრემისტთა მხარდამხარ სირიასა და ერაყში. მათ შორის, სულეიმანოვის თქმით, ასამდე ქალია. პრესმდივანმა დასძინა, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში სხვადასხვა ისლამისტური ჯგუფის შემადგენლობაში ბრძოლისას დაიღუპა ყირგიზეთის 70-ზე მეტი მოქალაქე. სულეიმანოვმა თქვა, აგრეთვე, რომ სირიასა და ერაყში გამართულ ბრძოლებში მონაწილეობის შემდეგ, 20-მდე ყირგიზი სამშობლოში დაბრუნდა.

XS
SM
MD
LG