Accessibility links

logo-print

გალში გაიმართა მორიგი შეხვედრა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში


სამშაბათს გალში გაიმართა მორიგი, 38-ე შეხვედრა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში. შეხვედრაში, რომელსაც გაეროს წარმომადგენელი თავმჯდომარეობდა, მონაწილეობდნენ თბილისის, აფხაზთა მხარის, რუსეთისა და ევროკავშირის სამეთვალყურეო მისიის წარმომადგენლები. შეხვედრის აფხაზმა მონაწილეებმა დანარჩენებს გააცნეს იმ გამოძიების დეტალები, რომელიც 19 მაისს სოფელ ხურჩაში მომხდარ მკვლელობის გამო მიმდინარეობს. განიხილეს, აგრეთვე, აფხახეთში 2007, 2008 და 2011 წლებში მომხდარი სისხლის სამართლის დანაშაულები. შეხვედრის მინაწილეებმა ისაუბრეს ენგურის ხიდზე მიმოსვლასთან დაკავშირებული საკითხები. გადაწყდა, რომ მორიგი შეხვედრა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში 8 სექტემბერს გაიმართება.

XS
SM
MD
LG