Accessibility links

logo-print

დუბაის აეროპორტში მომხდარ ავარიას მსხვერპლი არ მოჰყოლია


დუბაის საერთაშორისო აეროპორტში დაშვებისას, ავარია განიცადა ავიაკომპანია „ემირატსის“ კუთვნილმა თვითმფრინავმა, რომელიც ასრულებდა რეისს ინდოეთის ქალაქ თირუვანანთაპურამიდან. ავიაკომპანია „ემირატსის“ წარმომადგენლის ცნობით, ავარიას მსხვერპლი არ მოჰყოლია. თვითმფრინავში 300-მდე ადამიანი იმყოფებოდა. დუბაის საერთაშორისო აეროპორტი, რომელიც ახლო აღმოსავლეთის საკვანძო აეროპორტად ითვლება, დროებით დახურულია.

XS
SM
MD
LG