Accessibility links

logo-print

იაროსლავლის ყოფილ მერს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯეს


იაროსლავლის სასამართლომ 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა რუსეთის ამ ქალაქის ყოფილ მერს ევგენი ურლაშოვს, რომელიც დამნაშავედ სცნო ქრთამის აღებასთან დაკავშირებულ საქმეზე. რადიო თავისუფლების კორესპონდენტის ცნობით, ურლაშოვს დაეკისრა, აგრეთვე, ჯარიმის გადახდა 60 მილიონი რუსული რუბლის ოდენობით, რაც 900 ათასამდე აშშ დოლარის ტოლია. ურლაშოვის მრჩეველს, ალექსეი ლოპატინს სასამართლომ შვიდწლიანი პატიმრობა შეუფარდა. ამ საქმეზე მესამე ბრალდებული დმიტრი დონსკოვი სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო. ურლაშოვი, დონსკოვი და ლოპატინი 2013 წლის ივლისში დააპატიმრეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ეკონომიკური უსაფრთხოების განყოფილების თანამშრომლებმა. ბრალდების ვერსიით, ისინი ცდილობდნენ, 17 მილიონი რუბლი (255 ათასი დოლარი) გამოეძალათ კომპანია „რადოსტროის“ დირექტორის, სერგეი შმელიოვოსთვის. სამივე ბრალდებული თავიდანვე უარყოფდა დანაშაულს და აცხადებდა, რომ საქმე პოლიტიკურად არის მოტივირებული. ურლაშოვი რესეთის ოპოზიციური პარტიის, „სამოქალაქო პლატფორმის“ წევრია.

XS
SM
MD
LG