Accessibility links

logo-print

ჯონ კერი ვაშინგტონში ხვდება შუა აზიის ხუთი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებს


ვაშინგტონში იმართება შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ჯონ კერის შეხვედრა ცენტრალური აზიის ხუთი რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრებთან. დღის წესრიგის მთავარი თემებია ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა და ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა. შეხვედრის ფონია შეერთებული შტატების მცდელობა, გააქტიურდეს რეგიონში, რომელზეც ძლიერ გავლენას ახდენენ რუსეთი და ჩინეთი და რომელშიც სულ უფრო მწვავდება პოლიტიკური დესტაბილიზაციისა და ისლამური ტერორიზმის საფრთხეები. ცენტრალური აზიის ხუთივე ქვეყანაში - ყაზახეთში, ყირგიზეთში, უზბეკეთში, თურქმენეთსა და ტაჯიკეთში - შეშფოთებას იწვევს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსია და აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტების მხარდაჭერა.

XS
SM
MD
LG