Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა დააკავეს კიდევ ერთი მშვიდობიანი მოქალაქე


შიდა ქართლში საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა დააკავეს კიდევ ერთი მშვიდობიანი მოქალაქე, ალეკო შავერდაშვილი. „ინტერპრესნიუსის“ სააგენტოს ცნობით, ინციდენტი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვეშთან მოხდა. ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმაციით, შავერდაშვილი იმყოფებოდა თავის ბაღში, რომელიც საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე მდებარეობს. როგორც ქვეშელები ამბობენ, შეიარაღებული პირები ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოვიდნენ. დაკავებულის ადგილსამყოფელი ჯერჯერობით უცნობია.

XS
SM
MD
LG