Accessibility links

logo-print

ოლიმპიური ცეცხლი თამაშების დედაქალაქში ჩაიტანეს


რიო-დე-ჟანეიროში, სადაც 5 აგვისტოს საზეიმოდ გაიხსნება ზაფხულის XXXI ოლიმპიური თამაშები, ოთხშაბათს ოლიმპიური ცეცხლი ჩაიტანეს. ოლიმპიადის დედაქალაქში ჩირაღდანი იალქნიანი გემით ჩაიტანა ბრაზილიის ნაკრების შვიდმა წევრმა, რომლებსაც ნაპირზე დახვდა რიო-დე-ჟანეიროს მერი ედუარდო პაესი. საბერძნეთიდან ბრაზილიაში მაისის დასაწყისში ჩატანილი ოლიმპიური ცეცხლი 12 ათასმა მეჩირაღდნემ მოატარა ქვეყნის 300-ზე მეტ ქალაქში. ოლიმპიური ცეცხლის დახვედრის ცერემონიის პარალელურად რიო-დე-ჟანეიროში მიმდინარეობდა საპროტესტო აქცია, რომლის ასობით მონაწილე აღშფოთებას გამოთქვამდა ოლიმპიადისთვის გაწეული დიდძალი ფინანსური ხარჯის გამო. დემონსტრანტთა დასაშლელად პოლიციამ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა, რადგან აქციის მონაწილეები ოლიმპიური ჩირაღდნისთვის გზის გადაკეტვას აპირებდნენ. რიო-დე-ჟანეიროში ოლიმპიური ცეცხლის ესტაფეტის გამო, ქალაქის მერიამ 4 აგვისტო უქმე დღედ გამოაცხადა.

XS
SM
MD
LG