Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსი მოკრივეები ოლიმპიადაზე გამოვლენ


თერთმეტივე რუსი მოკრივე, რომლებმაც ოლიმპიადის საგზური მოიპოვეს, შეძლებენ რიო-დე-ჟანეიროში ასპარეზობას. კრივის საერთაშორისო ასოციაციამ განცხადება ამის შესახებ 4 აგვისტოს, ოლიმპიადის დაწყებამდე ერთი დღით ადრე გააკეთა. ასოციაციის განცხადებით, მათ რუსი მოკრივეების დოპინგის საქმეები ინდივიდუალურად შეისწავლეს და მათი დაშვება გადაწყვიტეს. მანამდე, რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის უფროსმა, ალექსანდრ ჟუკოვმა თქვა, რომ მისი შეფასებით 280 რუსი ათლეტი 387-იდან შეძლებს ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობას. სპორტის საერთაშორისო ფედერაციებმა ბევრი რუსი სპორტსმენისთვის ოლიმპიადაზე მონაწილეობის აკრძალვის გადაწყვეტილება შეცვალეს მას შემდეგ, რაც საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა ახალი რეგულაციები გამოაქვეყნა რუსეთის სპორტსმენებისთვის სანქციების დაწესების თაობაზე. ახალ რეგულაციებამდე არსებული პროგნოზით ოლიმპიადაზე 200-მდე რუსი ათლეტის გამოსვლა ივარაუდებოდა.

XS
SM
MD
LG