Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლონდონში დანით თავდასხმისთვის სომალელი წარმოშობის ნორვეგიელი დააკავეს


ლონდონში მომხდარი თავდასხმის შემდეგ პოლიციამ დააკავე 19 წლის სომალელი წარმოშობის ნორვეგიის მოქალაქე. მას ბრალად ედება ქალის მკვლელობა და 5 ადამიანის დაჭრა. დანით შეიარაღებული მამაკაცი გამვლელებს თავს დაესხა ლონდონის ცენტრში მდებარე რასელის მოედანზე. პოლიციის განცხადებით არ არსებობს არავითარი მტკიცებულება იმისა, რომ თავდამსხმელს ტერორისტული მოტივები ამოძრავებდა. პოლიციის განცხადებით ეს „სპონტანური თავდასხმა“ იყო. ქალაქის მერმა სადიკ ხანმა ლონდონელებს მოუწოდა, სიმშვიდე შეინარჩუნონ, სიფრთხილე გამოიჩინონ და პოლიციას აცნობონ ყველა საეჭვო პირისა და საგნის შესახებ. სადიკ ხანის განცხადებით, მისი მთავარი პრიორიტეტი ლონდონის მცხოვრებთა უსაფრთხოებაა.

XS
SM
MD
LG