Accessibility links

უკრაინის ვებსაიტმა ჟურნალისტების მორიგი პირადი მონაცემები გაავრცელა


უკრაინის ნაციონალისტურმა ვებსაიტმა „მიროტვორეცმა“ გაავრცელა ელექტრონული მიმოწერის არქივი, რომელიც შეიცავს უკრაინელი და საერთაშორისო ჟურნალისტების საიდენტიფიკაციო საბუთებსა და პირად ინფორმაციას. არქივი ათასობით იმეილისგან შედგება. უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა ანტონ გერაშჩენკომ შეაქო ვებსაიტი და მას „მას-მედიის ელექტრონული რესურსი“ უწოდა. უკრაინის საინფორმაციო პოლიტიკის მინისტრის მოადგილემ ტატიანა პოპოვამ კი გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა რათა გაეპროტესტებინა, მისი თქმით, შეტევა ჟურნალისტებზე და სიტყვის თავისუფლებაზე. ონლაინ პროექტმა „მიროტვორეცმა“ პირველად მაისში გაავრცელა პირადი მონაცემები ათასობით კორესპონდენტისა, რომლებიც აშუქებდნენ მოვლენებს პრორუსი სეპარატისტების მიერ კონტროლირებად აღმოსავლეთუკრაინაში. ვებსაიტის განცხადებით ის „უკრაინის მტრებს“ ებრძვის, რომლებიც „ტერორისტული ორგანიზაციების მებრძოლებთან“ თანამშრომლობენ.

XS
SM
MD
LG