Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოკმა რუსეთის მოცურავეები ოლიმპიადაზე დაუშვა


საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პანელმა საბოლოო გადაწყვეტილებების გამოაქვეყნა დაიწყო იმასთან დაკავშირებით, თუ რომელ რუს ათლეტებს ექნებათ ოლიმპიადაზე გამოსვლის უფლება. სოკის გადაწყვეტილებით გაუქმდა რამდენიმე რუსი მოცურავისთვის ასპარეზობის აკრძალვის გადაწყვეტილება. სამკაციანმა პანელმა ოლიმპიადაზე გამოსვლის ნება დართო რუსეთის მედალოსან მოცურავეებს - ვლადიმირ მოროზოვსა და ნიკიტა ლობინცევს, რომლებსაც მანამდე გამოსვლა აკრძალული ჰქონდათ. მოროზოვმა და ლობინცევმა აკრძალვა სპორტის საარბიტრაჟო სასამართლოში გაასაჩივრეს, თუმცა დამარცხდნენ. მათთან ერთად რიოში გამოსვლის უფლება მისცეს კიდევ 29 მოცურავეს და რუსეთის სინქრონული ცურვისა და წყალბურთის ნაკრებებს. რიოში გამომსვლელთა საბოლოო სიას 4 აგვისტოს, დღის ბოლოს გამოაქვეყნებენ.

XS
SM
MD
LG