Accessibility links

გამომძიებლები გამოკითხვას უტარებენ გიორგი პაპუაშვილს


პროკურატურის გამომძიებლები გამოკითხვას უტარებენ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს, გიორგი პაპუაშვილს. გამოკითხვა ბათუმში, სასამართლოს შენობაში მიმდინარეობს. გამომძიებელ ბექა კვიციანის თქმით, გამოკითხვა მხოლოდ სასამართლოს თავმჯდომარეს შეეხება და გამოძიების შედეგებს პროკურატურა მოგვიანებით გაავრცელებს. გიორგი პაპუაშვილმა ახლახან განაცხადა, რომ სასამართლოს წევრების წინააღმდეგ მიმდინარეობს ზეწოლა საიმისოდ, რომ გავლენა მოახდინონ მიმდინარე სასამართლო პროცესებზე. განცხადებით, მოსამართლეებს ემუქრებიან პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებით. მანამდე პროკურატურამ საკონსტიტუციო სასამართლოს რვა მოსამართლე გამოკითხა.

XS
SM
MD
LG