Accessibility links

logo-print

დღეს რიო-დე-ჟანეიროში საზეიმოდ გაიხსნება ზაფხულის XXXI ოლიმპიური თამაშები


დღეს რიო-დე-ჟანეიროს „მარაკანის“ სტადიონზე საზეიმოდ გაიხსნება ზაფხულის XXXI ოლიმპიური თამაშები, რომელშიც 206 ქვეყნის 11 ათასამდე სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას. ისინი სპორტის 28 სახეობის 42 დისციპლინაში იბრძოლებენ მედლების 306 კომპლექტისთვის. საქართველოს ღირსებას რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიადაში დაიცავს 40 სპორტსმენი, რომლებიც 13 სახეობაში იასპარეზებენ. გუშინ ოლიმპიურ სოფელს ესტუმრნენ და ქართველ ოლიმპიელებს შეხვდნენ საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და მისი მეუღლე მაკა ჩიჩუა. დარწმუნებული ვარ, რიოში არაერთხელ აღიმართება საქართველოს დროშა ჩვენი სპორტსმენების გამარჯვების აღსანიშნავადო, განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მარგველაშვილი ოლიმპიურ სოფელშივე შეხვდა საფრანგეთის პრეზიდენტს, ფრანსუა ოლანდს.

XS
SM
MD
LG