Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სასამართლო: არ შეიძლება სპორტსმენების ორჯერ დასჯა ერთი დანაშაულისთვის


საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა გადაწყვიტა, რუსეთის 271 სპორტსმენს მისცეს ოლიმპიადაში მონაწილეობის უფლება. 4 აგვისტოს გამართულ სხდომაზე საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება იმის თაობაზე, თუ რუსეთის რომელ სპორტსმენებს შეეხებოდა თამაშებში მონაწილეობის აკრძალვა, რუსეთში სახელმწიფოს მხარდაჭერით მოქმედი სადოპინგო პროგრამის პასუხად. სამი პირისგან შემდგარმა კომიტეტმა რამდენიმე შემთხვევაში გააუქმა რუსეთის სპორტსმენებისთვის სპორტის საერთაშორისო ფედერაციების მიერ დაწესებული აკრძალვები. ამ გადაწყვეტილების თანახმად, რუსეთის მიერ ოლიმპიურ განაცხადში შეყვანილი 389 სპორტსმენიდან სტარტზე გამოსვლის უფლება მიეცა 271-ს, ხოლო თამაშებში მონაწილეობა აეკრძალა 118 სპორტსმენს. სპორტის საარბიტრაჟო სასამართლომ გააუქმა ნიჩბოსნობისა და ცურვის საერთაშორისო ფედერაციების დისკვალიფიკაციები და თამაშებში მონაწილეობის ნება დართო რუსეთის ორ ნიჩბოსანსა და ერთ მოცურავეს, რომლებმაც ერთხელ უკვე მოიხადეს სასჯელი დოპინგის გამოყენებისთვის. სასამართლოს გადაწყვეტილებით, არ შეიძლება სპორტსმენების ორჯერ დასჯა ერთი დანაშაულისთვის.

XS
SM
MD
LG