Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პენტაგონი უარს ამბობს პაკისტანისთვის 300-მილიონიანი ფინანსური დახმარების მიწოდებაზე


პენტაგონის განცხადებით, ის აღარ მიაწვდის 300 მილიონი დოლარის ფინანსურ დახმარებას პაკისტანს, რადგან ეს ქვეყანა საკმარისად ეფექტიანად არ ებრძვის „ჰაყანის“ ექსტრემისტთა ქსელს. ამ გადაწყვეტილების შესახებ გუშინ გამოაცხადა ვაშინგტონის სამხედრო უწყების პრესმდივანმა ადამ სტამპმა. „ჰაყანის“ ქსელი, რომელსაც აშშ ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს, მოქმედებს როგორც პაკისტანში, ისე ავღანეთში. აშშ-ის კონგრესის დადგენილებით, 2016 წლის განმავლობაში პაკისტანისთვის გამიზნული მილიარდდოლარიანი დახმარების 300-მილიონიანი ტრანში მხოლოდ იმ შემთხვევაში გაიცემოდა, თუ თავდაცვის მინისტრი ეშ კარტერი დაასკვნიდა, რომ პაკისტანმა დამაკმაყოფილებელ წარმატებას მიაღწია „ჰაყანის“ ექსტრემისტთა ქსელთან ბრძოლაში. ამ ტრანშის გაცემის ვადა 30 ივნისსამოიწურა ისე, რომ კარტერს შესაბამისი განკარგულებისთვის ხელი არ მოუწერია. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა პაკისტანისთვის ვაშინგტონის სამხედრო დახმარების გამოყოფას თავდაცვის მინისტრის დამატებითი განკარგულება სჭირდებოდა.

XS
SM
MD
LG