Accessibility links

logo-print

გაერო: „ისლამურმა სახელმწიფომ“ ერაყში სამი ათასამდე ადამიანი დაატყვევა


ლტოლვილთა საკითხებზე მომუშავე გაეროს უწყების ინფორმაციით, ექსტრემისტული გაერთიანება „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებმა, სავარაუდოდ, დაატყვევეს ჩრდილოეთ ერაყის სოფლების სამი ათასამდე მცხოვრები, რომლებიც რეგიონის დატოვებას ცდილობდნენ. ამავე წყაროს თანახმად, ჰავიგის ოლქიდან გაქცეული სოფლელები თავშესაფარს ეძებდნენ ქალაქ ქირქუქის მახლობლად, როცა ისინი „ისლამურმა სახელმწიფომ“ დაატყვევა. მიღებული ცნობების თანახმად, 12 პირი მოკლეს. ივლისის მონაცემებით, ერაყის 3,4 მილიონი მოქალაქე იძულებით ადგილნაცვალ პირად ითვლება.

XS
SM
MD
LG