Accessibility links

logo-print

პაკისტანი ცდილობს, გაათავისუფლოს ჩამოვარდნილი ვერტმფრენის დატყვევებული მგზავრები


პაკისტანის პრემიერ-მინისტრის, ნავაზ შარიფის თქმით, მისი მთავრობა მიმართავს ყველა გზას – როგორც ოფიციალურს, ისე არაოფიციალურს – რათა სამშობლოში დააბრუნოს ავღანეთში ჩამოვარდნილი ვერტმფრენის შვიდი მგზავრი, რომლებიც თალიბებმა დაატყვევეს. პაკისტანის მთავრობის კუთვნილ ვერტმფრენში, რომელმაც 4 აგვისტოს საავარიო დაჯდომა განახორციელა აღმოსავლეთ ავღანეთის ლოგარის პროვინციაში, იმყოფებოდნენ ექვსი პაკისტანელი სამხედრო პირი და ერთი რუსი ნავიგატორი. პაკისტანის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლის განცხადებით, ავღანეთის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ ისლამაბადს დატყვევებულთა გათავისუფლების საქმეში ყოველგვარი დახმარება აღუთქვა. პაკისტანი აცხადებს, რომ რუსეთის წარმოების, მი-17-ის ტიპის ვერტმფრენს გეზი ეჭირა რუსეთისკენ, სადაც მისთვის რემონტი უნდა ჩაეტარებინათ.

XS
SM
MD
LG