Accessibility links

logo-print

ქურთებისა და არაბების ალიანსმა სირიის ქალაქი მანბიჯი გაათავისუფლა


სირიელი აქტივისტების ცნობით, ქურთებისა და არაბების გასამხედროებულმა ალიანსმა „თითქმის სრულად გაათავისუფლა“ სტრატეგიული მნიშვნელობის ქალაქ მანბიჯი, რომელსაც ექსტრემისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო“ აკონტროლებდა. ბრიტანეთში მოქმედი ადამიანის უფლებათა ობსერვატორიის ცნობით, ლაპარაკია სირიის დემოკრატიული ძალებზე, რომლებიც ქალაქის ცალკეულ ნაწილებში ჯერ კიდევ არსებულ პატარ-პატარა წინააღმდეგობის კერებსაც აქრობენ. სირიის დემოკრატიული ძალების კოალიცია, რომელსაც მხარს აშშ-ი უჭერს, რამდენიმე დაჯგუფებას, მათ შორის ქურთების „სახალხო დაცვის კავშირს“, აერთიანებს, მთელი ორი თვის განმავლობაში აწარმოებდა შტურმს ქალაქ მანბიჯის გასათავისუფლებლად. თურქეთის საზღვართან დამაკავშირებელ მაგისტრალთან მდებარე ქალაქს ექსტრემისტები ორი წლის განმავლობაში აკონტროლებდნენ.

XS
SM
MD
LG