Accessibility links

logo-print

ცხინვალი სამი დღით კეტავს ადმინისტრაციულ საზღვარს საქართველოსთან


ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, 6 აგვისტოდან ადმინისტრაციული საზღვარი სამი დღით ჩაიკეტება. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო „სპუტნიკ ასეტიას“ ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტში განუცხადეს. ცხინვალის განმარტებით აღნიშნული გადაწყვეტილება 2008 წლის „ქართული აგრესიის“ წლისთავისთვის დაგეგმილი ღონისძიებების ჩატარებას უკავშირდება. კვირას რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომიდან მერვე წლისთავი შესრულდება. აგვისტოს ომის შედეგად დაიღუპა საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 146 სამხედრო პირი და 14 პოლიციელი. დაკარგულად მიიჩნევა 8 ჯარისკაცი. სახლები დატოვა თითქმის 150 ათასმა ადამიანმა. მათგან დღემდე დევნილობაში რჩება 26 ათასი ადამიანი.

XS
SM
MD
LG