Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დმიტრი მედვედევის გადადგომის მოთხოვნას ხელი 180 ათასზე მეტმა ადამიანმა მოაწერა


რუსეთის პრემიერ-მინისტრის დმიტრი მედვედევის გადადგომის შესაებ პეტიციას ხელი სულ ცოტა 180 ათასმა ადამიანმა მოაწერა. აღნიშნული აქცია დაიწყო 2 აგვისტოს, მას შემდეგ, რაც დაღესტანში მყოფმა რუსეთის პრემიერ-მინისტრმა დაბალი ანაზღაურების პედაგოგებს ურჩია ბიზნესით დაკავდნენ, თუ ფულის გაკეთება სურთ. პეტიციის ხელმომწერები რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს მოუწოდებენ პრემიერ-მინისტრის პოსტზე „უფრო კომპეტენტური, განათლებული და ქვეყანაზე მზრუნველი“ პირი დანიშნოს. კრემლს პეტიციაზე კომენტარი არ გაუკეთებია.

XS
SM
MD
LG