Accessibility links

logo-print

მაჩეტეთი შეიარაღებულმა პირმა ბელგიაში ორი ქალი პოლიციელი დაჭრა


ბელგიის ხელისუფლების ცნობით, ორი ქალი პოლიციელი დაშავდა მას შემდეგ, რაც შეძახილით „ალაჰ აქბარ", მათ მაჩეტეთი შეიარაღებული პირი დაესხა თავს. ერთ-ერთ ქალს ღრმა ჭრილობები აქვს მიყენებული სახის არეში და საავადმყოფოშია გადაყვანილი. ინცინდენტი მოხდა ბრიუსელიდან 50 კილომეტრით დაშორებულ ქალაქ შარლერუაში. თავად თავდამსხმელი, ბელგიის საინფორმაციო საშუალებების ცნობით, მესამე პოლიციელმა გასროლით მოკლა.თუმცა, სხვა ვერსიით, თავდამსხმელი საკუთარი იარაღიდან მიყენებული ჭრილობით მოკვდა. ბოლო ხანს ევროპის ქალაქებში გახშირდა იარაღისა და დანის გამოყენებით თავდასხმები, რომელთა უკან, ზოგ შემთხვევაში, ტერორისტული მოტივი იდგა. ბელგიაში უსაფრთხოების განსაკუთრებული რეჟიმი მოქმედებს 22 მარტის თავდასხმის შემდეგ, როდესაც თვითმკვლელმა მოიერიშეებმა ბრიუსელში 32 კაცი დახოცეს და 300 - დაჭრეს.

XS
SM
MD
LG