Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანში სიკვდილით დასაჯეს ბირთვული ენერგეტიკის საკითხებზე მომუშავე მეცნიერი


ირანის სასამართლომ 7 აგვისტოს განაცხადა, რომ ჩამოახრჩვეს ბირთვული ენერგეტიკის საკითხებზე მომუშავე მეცნიერი, რომელმაც საიდუმლო ინფორმაცია გადასცა აშშ-ს. ეს ბოლო კვირაში უკვე სიკვდილით დასჯის მეოცე შემთხვევაა ირანში, რომელსაც სულ უფრო მწვავედ აკრიტიკებენ სასჯელის უმაღლესი ზომის გამოყენებისათვის. ენერგეტიკის საკითხების ცნობილი ირანელი მეცნიერი შაჰრამ ამირი 2009 წელს საუდის არაბეთში ყოფნის დროს გაუჩინარდა. ერთი წლის შემდეგ მეცნიერი შინ დაბრუნდა და განაცხადა, რომ აშშ-ში საკუთარი ნების წინააღმდეგ წაიყვანეს. თუმცა „ვაშინგტონ პოსტმა“, ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით, დაწერა, რომ წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში ამირი ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოსთვის მუშაობდა და 5 მილიონი დოლარიც მიიღო.

XS
SM
MD
LG