Accessibility links

logo-print

ალეპოს ალყის გარღვევის შესახებ ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციები ვრცელდება


სირიის დამოუკიდებელი სადამკვირვებლო ჯგუფები აცხადებენ, რომ 7 აგვისტოს ალეპოში კვლავ ისმოდა ეპიზოდური სროლების ხმა. ეს ხდება იმ ფონზე, როდესაც სირიის ოპოზიცია და ოფიციოზი კვლავ ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციებს ავრცელებენ. შაბათს სირიის ოპოზიციურმა ძალებმა განაცხადეს, რომ მოახერხეს სამთავრობო ჯარების სამკვირიანი ალყის გარღვევა. სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორიამ გაავრცელა ვიდეო, რომელზეც ოპოზიციის მეომრები ზეიმობენ ალყის გარღვევას. სირიის სახელწმიფო ტელევიზიამ დეზინფორმაცია უწოდა ცნობას ალეპოს გარშემო ალყის გარღვევის თაობაზე და განაცხადა, რომ სამთავრობო ჯარები კვლავ აკონტროლებენ სამხრეთალეპოში მდებარე მნიშვნელოვან სამხედრო ობიექტებს, რომლებიც ადრე ჯიჰადისტების ხელში იყო. სირიის ალეპოს სამთავრობო ჯარებმა ალყა 17 ივლისს შემოარტყეს. ერთი კვირის წინ კი გამოცხადდა ე.წ. ჰუმანიტარული დერეფანი, რადგან ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილში სხვადასხვა მონაცემებით 250 ათასამდე მოქალაქე იმყოფება.

XS
SM
MD
LG