Accessibility links

logo-print

პაკისტანში 50-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა საავადმყოფოზე თავდასხმის შედეგად


პაკისტანში, სულ ცოტა, 53 ადამიანი დაიღუპა საავადმყოფოს მთავარ შესასვლელთან თვითმკვლელის მიერ მოწყობილი აფეთქების შედეგად. პოლიციის ცნობით, დაიჭრა 100-ზე მეტი ადამიანი, მათაგან ბევრი - კრიტიკულად. თავდასხმა 8 აგვისტოს მოეწყო მოეწყო სამხრეთ-დასავლეთში მდებარე ქალაქ კუეტაში მას შემდეგ, რაც საავადმყოფოში გადაიტანეს ცოტა ხნით ადრე სროლის შედეგად მოკლული ცნობილი ადვოკატის გვამი. ბელუჯისტანის პროვინციის შინაგან საქმეთა მინისტრმა, სარფრაზ ბუგტიმ თავდასხმას "ტერაქტი" უწოდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის უკისრია. ასევე უცნობია, ვის აქვს კავშირი ცნობილი ადვოკატის, ბილალ კასის მკვლელობასთან.

XS
SM
MD
LG