Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქაბულში მძევლად აიყვანეს ორი უცხოელი


ქაბულში მძევლად აიყვანეს ორი უცხოელი - სავარაუდოდ, ამერიკული უნივერსიტეტის ამერიკელი და ავსტრალიელი თანამშრომლები. ოფიციალური პირების ცნობით, ორივე პირი მანქანიდან ჩაიყვანეს და დააკავეს სამხედრო ფორმიანმა შეიარაღებულმა პირებმა. ინციდენტი 7 აგვისტოს საღამოს მოხდა ავღანეთის ამერიკულ უნივერსიტეტთან. მომხდართან დაკავშირებულ გარემოებებს ახლა ამერიკელი და ავსტრალიელი ოფიციალური პირები ამოწმებენ. ინციდენტი მოხდა ორ კვირაში მას შემდეგ, რაც ავღანეთში გადაარჩინეს ინდოელი მძევალი ქალი, საქველმოქმედო ორგანიზაციის მუშაკი, რომელიც ასევე ქაბულში შეიპყრეს. ამერიკელის და ავსტრალიელის მოტაცების შესახებ ცნობამდე რამდენიმე დღით ადრე თალიბები თავს დაესხნენ უცხოელი ტურისტების ჯგუფს დასავლეთ ავღანეთში.

XS
SM
MD
LG