Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აზერბაიჯანში პირობითი სასჯელი შეუმცირეს ჟურნალისტ ხადიჯა ისმაილოვას


აზერბაიჯანის სასამართლომ პირობითი სასჯელი შეუმცირა ჩვენი რადიოს თანამშრომელს, ჟურნალისტ ხადიჯა ისმაილოვას. ბაქოს სასამართლოს გადაწყვეტილებით, პირობითი სასჯელი 3,5 წლიდან 2 წლამდე და 3 თვემდე შემცირდა. მიზეზზე განმარტება არ გაუკეთებიათ. ხადიჯა ისმაილოვა 2014 წლის დეკემბერში დააკავეს. 2015 წლის სექტემბერში მას 7,5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს ფინანსურ დანაშაულებთან დაკავშირებული ბრალდებებით, რომლებსაც ისმაილოვა ყოველთვის უარყოფდა. ის წელს მაისში გამოუშვეს პატიმრობიდან და 3,5 წლით პირობითი სასჯელი შეუფარდეს. ისმაილოვას სამართლებრივ დევნას ბევრი მიიჩნევს პოლიტიკურ ანგარიშსწორებად ჟურნალისტური გამოძიებისათვის, რომლითაც ისმაილოვამ ამხილა კორუფციასთან აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის ოჯახის კავშირი.

XS
SM
MD
LG