Accessibility links

logo-print

რუსეთ-საქართველოს ომის დაწყებიდან 8 წელი შესრულდა


რუსეთ-საქართველოს ომის დაწყებიდან 8 წელი შესრულდა. 2008 წლის აგვისტოში რუსეთის სამხედრო ინტერვენციის შედეგად დაიღუპა საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 169 სამხედრო მოსამსახურე და 19 პოლიციელი. თავისი საცხოვრებელი სახლები იძულებით დატოვა 150 ათასამდე ადამიანმა. საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის საფუძვლად იქცა 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმება, რომელსაც საქართველომ და რუსეთმა მიაღწიეს საფრანგეთის იმჟამინდელი პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის შუამავლობით. შეთანხმების ხელმოწერიდან ორ კვირაში, 2008 წლის 26 აგვისტოს, რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა სამხრეთი ოსეთი და აფხაზეთი დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აღიარა.

XS
SM
MD
LG