Accessibility links

logo-print

იაპონიის იმპერატორი აცხადებს, რომ შესაძლოა ვეღარ შეასრულოს თავისი მოვალეობები


იაპონიის იმპერატორი აკიჰიტო აცხადებს, რომ ასაკის გამო შესაძლოა გაუჭირდეს თავისი მოვალეობების შესრულება. 82 წლის მონარქმა ეს განცხადება გააკეთა 8 აგვისტოს სატელევიზიო მიმართვაში, რომელიც თავისთავად იშვიათობაა იაპონიის იმპერატორისათვის. „უკვე 80 წელს გადავცდი და, საბედნიეროდ, ახლა ჯანმრთელობას არ ვუჩივი. მაგრამ როცა ვფიქრობ იმაზე, რომ ჩემი ფიზიკური მდგომარეობა უარესდება, ვშიშობ, რომ შესაძლოა გამიჭირდეს შევასრულო მოვალეობები მთელი ჩემი არსებით, როგორც სახელმწიფოს სიმბოლომ, როგორც ამას აქამდე ვაკეთებდი,“ - განაცხადა აკიჰიტომ. მას საჭიროდ მიაჩნია იმის მოფიქრება, თუ როგორ წარიმართოს უმტკივნეულოდ მემკვიდრისათვის იმპერატორის ფუნქციის გადაბარების პროცესი. თანამედროვე იაპონიის ისტორიაში იმპერატორი არ გადამდგარა. წარსულში ის ღვთაებრივ არსებად იყო მიჩნეული, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ კი კონსტიტუციით განსაზღვრულია, როგორც "ერის ერთიანობის სიმბოლო" და არ არის აღჭურვილი პოლიტიკური ძალაუფლებით.

XS
SM
MD
LG