Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში მკაცრად აკრიტიკებენ პარალიმპიური გუნდის დისკვალიფიკაციას


რუსეთის პარალიმპიური კომიტეტის თავმჯდომარე ვლადიმირ ლუკინი „ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევად“ მიიჩნევს გადაწყვეტილებას რიოს პარალიმპიური თამაშებისათვის რუსეთის გუნდის დისკვალიფიკაციის შესახებ. ლუკინმა ეს შეფასება გამოთქვა 8 აგვისტოს მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე. მისი თქმით, რუსი პარალიმპიელი სპორტსმენების უმრავლესობას დოპინგთან კავშირი არა აქვს და ის მზად არის დაამტკიცოს, რომ გუნდმა შეასრულა დოპინგის საწინააღმდეგო ყველა ვალდებულება. საერთაშორისო პარალიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ფილიპ კრეივენმა 7 აგვისტოს გამოაცხადა, რომ რუს პარალიმპიელებსაც მოიცავს დოპინგის სისტემა, რომელიც რუსეთში მთავრობის მხარდაჭერით მოქმედებს და ამის გამო რუსეთის გუნდს არ დაუშვებენ რიო-დე-ჟანეიროში 7-18 სექტემბერის პარალიმპიურ თამაშებზე.

XS
SM
MD
LG